“სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით. საერთოდ “მოკვდა” მცდარი ფორმაა, სწორია გარდაიცვალა! არარსებობს ადამიანი რომელიც, თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე არ დაფიქრდეს “სიკვდილზე” არ ჩაუღრმავდეს ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რახდება როდესაც “მოვკვდები” ? სად მოვხვდები? არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს, ის კითხვებია რომელზეც პასუხს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ გაიგებ !
ამ პასუხს ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, მაგრამ ხომ იცით ადამიანები რა ცნობის მოყვარეები ვართ, ყველას ახლა უნდა პასუხი და ამის გამო მზად არის ეძიოს ყველგან და ყველაფერში, რაც მიუწვდომელია ან რთულად მისაწვდომი. ეს ფენომენი “სიკვილი” ფიზიკური და ქიუმიური კუთხით მეცნიერებმა კარგახანია ამოხსნეს, თუმცა სულიერად ეს საიდუმლოდ რჩება, რომელიც როგორც უკვე ვთქვი მხოლოდ “სიკვდილის” მერე ხდება ხელმისაწვდომი. კითხვა რომელიც ხშირად შეიძლება გაიგონოთ სხვადასხვა ადმიანთან ამ თემაზე საუბრის დროს არის: გეშინია “სიკვდილის”? ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ, ადამიანი მთელი სიცოცხლი განმავლობაში იმდენ სიხარულს და ბედნიერებას გამზიარებელია, რომ ძნელია იფიქრო იმაზე თუ როგორ მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი და ყველაზე ცუდია, რომ არიცი რა იწყება ამის მერე.
ზუსტად ეს “არცოდნა” და მასზე ფიქრი ადამიანს სულიერად ანადგურებს. ადამიანი მაშინ არის მშვიდად როდესაც იცის რახდება , როგორც კი მომავალზე იწყებს ფიქრს და სვამს კითხვებს: რა იქნება? როგორ იქნება? როდის იქნება? ზუსტად ამ დროს იწყება სულიერი არეულობა და გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა, ასეა “სიკვდილზე” ფიქრის შემთხვევაშიც, ტოვებ ამ წუთისოფელს და არ იცი საით მიდიხარ, ეს უფროა ადამიანის შიშის მიზეზი, ვიდრე თავად სიკვდილი ასე მგონია მე! უბრალოდ არ ვიცი ეს ინსტიქტია თუ სხვა რამ, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ გვიცემს გული და შეგვიძლია გავიზიაროთ ბედნიერი წუთები, სხვა დანარჩენ გრძნობებთან ერთად, ნუ ვიფიქრებთ იმაზე თუ რაიქნება ხვალ, ზეგ ან მერე… მთავარია ახლა შეგვიძლია შევიგრძნოთ ყველა საუკეთესო მომენტი ამ ცხოვრების და დავტკბეთ ამით, სჯობს ნუ ვიფიქრებთ “სიკვდილზე”! Jean de Labruyère: აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.
ფრიად ბრძნული სიტყვები და 100%–ით ზუსტი! უბრალოდ “იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც დღე უკანასკნელი” Gabriel Garcia Marquez. მართალია რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ შესაძლებელია! შეუძლებელია მხოლოდ “სიკვდილს” აარიდო თავი, თუმცა ეს მხოლოდ ხორციელი სიკვდილია და ახალი სიცოცხლის დასაწყისი ანუ გარდაცვალება! ისე ხანდახან “მეცინება”, როდესაც ადამიანს სიკვდილის მერე უფრო აფასებენ, ვიდრე ცხოვრებაში, სასაცილოა ნამდვილად, სატირალი რომ არიყოს. მომინდა ასე მოკლედ მესაუბრა ამ თემაზე, იმიტომ რომ გუშინ ზუსტად ამაზე ჩავფიქრდი და იმდენად დავიგრუზე რომ დასაძინებლა წავედი იქნებ გადამავიწყდესთქო.. გისურვებთ ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ამ ქვეყნად მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს!


ძალიან საინტერესო თემაა ნამდვილად გეთანხმები ყველაგერში რაც დაწერე და ფრიად საინტერესო იყო !!
არასდორს არ უნდა იფიქრო სიკვდილზე
სულიერად აყენებ შენ თავს ძალიან დიდ ზარალს ! მიხარია ასეთი გამოკითხვა რომ ვიხილე ამ საიტზე !! ყოჩაღ !
რთულია ლევან რათქმაუნდა სიკვდილზე ფიქრი.. ერთო რაც არ მინდა “უმიზეზოდ” მოვკდე.. აი ერთი ადამიანის გულისთვის გავრისკავდი
:D:D:D
კაირგი პოსტია მართლა მომეწონა
ჩემი აზრით სიცოცხლე არის და ცოცხალი ხარ ადამიანი თუ; გცნობენ, უყვარხარ, პატივს გცემენ თუ კარგი ადამიანი ხარ, გაგაჩნია სხვა უამრავი კარგი თვისება!! და თუ ასეთები ვიქნებით ჩათვალე არასდროს მოკვდებით!!!
სული არსად არ მიდის როცა ადამი მოკვდა ბიბლიაში ნათქვამია რომ მიწა იყო და მიწადვე იქცა ანუ სული არ განაგძობს არსად არსებობას, თუ ადამიანის სული განაგრძობს არსებობას მაშინ გამოდის რომ სიკვდილი არ არსებობს. ეს საკითხი ბიბლიის ღრმად გამოკვლევას საჩიროებს სადაც ნათლად ჩანს ღვთის აზრი ამ საკითხზე
მე კიდევ სიკვდილი უფრო მინდა! რა უნდა ქნა როცა საყვარელ ადამიან დაკარგავ? ელოდო სანამ მოკვდები შენც მოკვდები, რომ საიქიოში ნახო? თავს მოიკლავ და…
ყოველთვის ამ აზრზე ვარ Смерть – всего лишь начало
@ კაკატო:
კი მართალი ხარ 100%-ით! : )
100%
ჩემი აზრით, არანაირი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ არ გრძელდება კვდები და წერტილი, ადამიანი კი ჩემი აზრით მაშინ კვდება როცა სწავლას ანუ განვითარებას წყვეტს : )
ადამიანის სხეული მიწაა და ის მიწადვე გადაიქცევა სხეული კვდება სული კი გარდაიცვლება დაგანაგრძობს ცხოვრებას ზეცაში… ჩემი აზრით ჯერ ყველა ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში განიწმინდება სული მისი ხორციელი წამებით და მიდის ზეცაში.და როგორც უფალი ამბობს მთელი დედამიწის სიმდიდრეც კი არ არის ერთი ადამიანის სულის ფასი მე ამის მჯერა და ამის ჯეროდათ წმინდანებსაც რომელთაც დაამარცხეს ხორციელი ტკივილი.და ერთერთი წმინდანის თქნით ადამიანს უნდა უხაროდეს როდესაც ღმერთი ამგვარ განსაცდელს უგზავნის, რადგან ვისაც გამოცდილი აქვს სულიერი ტკივილი ხორციელი მტკივილი ნეტარებაა მათთვის,
@ გიორგი:
კი მასეა გეთანხმები!
სიკვდილზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ? მაინც და მაინც შიშით ხომ არ უნდა ვიფიქროთ? საინტერესოა იმის წარმოდგენა რა იქნება მერე.
პოსტი მომეწონა, თუმცა შენ რას ფიქრობ, რა იქნება მერე, ეგ ვერ დავინახე. არც ის რჩევა მომეწონა, სიკვდილზე არ იფიქროთო.
იცი, სიკვდილის შიშს მე ორ კატეგორიად ვყოფ;
))
1: ვაი, მოვკვდები და “იქ” რა იქნება არ ვიციიიიი
2: ვაი, მოვკვდები და “აქ” აღარ ვიქნებიიიიი
და ისიც ვიცი, რომ ნებისმიერი შიში საბოლოოდ სიკვდილის შიშამდე დადის, ანუ თუ ობობის გეშინია, ბოლომდე რომ გაიფილტრო, მიხვდები რომ იმიტომ გეშინია, რომ მისმა ნაკბენმა შეიძლება მოგკლას.
აუ, დუმბაძეს უწერია უუუმაგრესი ფრაზა “ნუ გეშინია. დედა”-ში: სიკვდილის ყველას უნდა ეშინოდეს, ვისაც არ ეშინია, ცხოველიაო.
პ.ს. მე კიდე პოლში “არა”-ს დავაკლიკე
სიკვდილი ყველაზე ცუდი გამოგონებაა რაც ამ ქვეყნად მინახავს, რეალურად სამყაროს ტოვებ.. მაგრამ ყველაზე საშინელებაა, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეც სანატრელი გიხდება?! ალბათ……………..
როცა ადამიანს ისე გასდის ცხოვრება რო თავის ჭეშმარიტ მეორე ნახევარს ვერ პოულობს ეს სიკვდილზე უარესია და ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია და არ მაინტერესებს მერე რა იქნება
არარსებობს ადამიანი რომელსაც გულის სიგრმეში სიკვდილის არ ეშინია!
დადამიწაზე ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია ნამდვილი სიცოცხლე გარდაცვალების მერე იწყება ,მთავარია აქედანვე ვიზრუნოთ ჩვენი სულის გადასარჩენად..
გეტანხმები მაგრამ მე სულ სხა პრობლემაზე ვფიქრონ ჩემი აზრით სხა ახლო ადამიანის სიკვდილი უფრო მტკივნეულია
და თანაც იმის შიში თუ სად მოხვდები
მართალი ხარ
დაგეგმილი სიკვდილი თუ გაგიგიათ? :–) მთავარია საკუთარ თავში იპოვო აზრი, თუ რის გამო კვდები, ამის მერე არც ისე რთულია,,, ხვდები რომ ეგ მისია უნდა შეასრულო,, სიტყვაზე მე, იმ გზაზე უფრო ვფიქრობ, რომლის გავლაც სულს მოუწევს სამოთხემდე ან ჯოჯოხეთამდე მისასვლელად, თორემ მერე ყველაფერი კარგად იქნება,, დაა თუ მართლა ადამივით მხოლოდ მიწად ვიქცევით, ეგ საუკეთესო ვარიანტია :–))))
თვითონ პროცესი ტეხავს(პოპულარულ ენაზე),გამოკითხვას დავამატებდი რამოდენიმე კითხვას…
სიკვდილზე უნდა ვიფიქროთ,მარა ისე არა ნერვოზი რომ დაგვემართოს არიქა ხვალ მოვკვდებიო.უბრალოდ უნდა ვეცადოთ ერთმანეთს სიცოცხლე არ გავუმწაროთ და რითიც შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ ერთმანეთს….
სიკვდილის ყველას ეშინია, მე კი არა!!! ,რადგანაც იმ ყველას არ ვეკუთვნი, და რატომ ეშინიათ? მათივე ცხოვრების გამო. მე არ მეშინია იმიტომ რომ არ მეშინია ცხოვრების…
სიკვდილის ისე მეშინია სიცოცხლეზე ფიქრისტვის ახარ მცალია,არადა 24 ცლის ვარ ჯერ.წელიწადი და 2 ტვე ვიმკურნალე ბატონ ზურაბ ბერიასთან ასათიანზე მაგრამ მაინც ვერ მოვიხსენი ამის შიში და ვეთანხმები ამ აზრს სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.იქნებ რამეთი დამეხმაროთ დზაან გთხოვტ
სიკვდილი არაა დასასრული არამედ ბრუნდები იქ საიდანაც მოხვედი და შენი სხეული უბრუნდება მიწას რადგან მიწისგან შექვმნა უფალმა ჩვენ ხოლო სული ჩვენი მიდის ზეცაში და იქ პოვებს გზას მართალსა და წმინდა ცხოვრებისა.
თუ ვინმეს სურვილი აქვს ამ თემაზე საუბრის დამიკავშირდეს ამ ნომ. 557-39-93-19