ადამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი რჩება… ნიკო გომელაური წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია, უკვდავია მისი პოეზია, მის მიერ, თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები. ნიკო იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია რომელსაც ჰქვია “ნიკო გომელაურის გზა”, გზა პოეზიისკენ, გზა თეატრისკენ და ზოგადად ნიჭიერებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოულოდნელად და უდროოდ დასრულდა.
ახლა ვწერ ამ პოსტს და თითოეული სიტყვაზე ვჩერდები და ვფქრობ, რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა კიდევ მას თავისი ხალხისთვის, თავისი საყვარელი ხალხისთვის… რამდნი უნდა დაეწერა ან რამდენი როლი უნდა ეთამაშა კიდევ სცენაზე და არამარტო… მაგრამ დრომ გაწირა ის, გაწირა საათმა რომელმაც ისრები დროზე ჩქარა დაატრიალა, თითქოს და ნიკოს საწინააღმდეგოთ… 13 აპრილს კი ეს საათი გაჩერდა და ნიკოს გულიც, რომელიც მთლიანად მიყურადებული იყო ამ საათის წიკწიკს აღარ ფეთქავდა…
***
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

ნიკო და დედა (ვიოლა)
იტირა ხალხმა და აქვითინდა თავად კალამი მისი, რომელმაც თავი კვლავ მარტოსულად იგრძნო. ნიკო წერად და თამაშობდა სპექტაკლებს მთელი თავისი არსებით… ვინც კი ისმენდა მის ლექს ან ნახულობდა მის მიერ შესრულებულ როლებს თეტრის სცენაზე, ყველას მხოლოდ ერთი რამ აოცებდა, თუ როგორი ნიჭიერი და როგორი შეყვარებული იყო თავის სამშობლოზე ეს ადამიანი! იგი მარტო პოეტი და მსახიობი არ იყო, ის გმირი და მამულიშვილი იყო! ისე გულიანად კითხულობდა თავის გულიან ლექსებს ,რომ აუცილებლად შეგძრავდა შიგნიდან ან შეგაყვარებდა, შეგაძულებდა, გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და გაგიტაცებდა ოცნებებში… მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, რომელიც წაკითხულ ლექს აკომპანიმენტს უკეთებდა, ანალოგიური სიტუაცია იყო სცენაზე, როდესაც ნიკო მთლიანად ითავისებდა როლს და იმდენად სწორად გადმოსცემდა პერსონაჟის ბუნებას და სიტუაციას რომ, ვერ გაარჩევდით სპექტაკლს უყურებდით თუ ნიკო გომელაურის ცხოვრებას.
***
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

ნიკო და ნინი
“ვაგროვე დარდი, ვაგროვე სევდა და ახლა ვეცადე ნაწილი აქ მეთქვა” თითქოს გულმა მიბიძგა.. ბევრმა დაწერა ჩემს გარდა, მაგრამ მეც ვთვლი რომ იყო საჭირო მეც დამეწერა ის რასაც ახლა კითხულობთ… ის იმსახურებს უფრე მეტს ვიდრე ეს ქება ჩემი აქ ნათქვამი… მჯერა ის მუდამ გვეხსომება და ვერ დაგვავიწყდება! გახსოვდეთ გზა, გზა რომელიც მიდის ნიკო გომელაურის შემოქმედებასთან! მისი შემოქმედება კი უკვდავი!
პ.ს. გამიზნულად არ ვწერ მისი ბიოგრაფიას ოფიცალურ ნაწილს… 1. ვიცი რომ ყველას ექნება წაკითხული 2. ვფიქრობ ამ პოსტით ცოტათი მაინც შევძელი მის პიროვნებაზე ისე საუბარი, რომ ვინმემ თუ არ იცის ვინ იყო ნიკო გომელაური დაინტერესდება და ნახავს მის პეროსნალურ გვერდს ან სხვა წყაროებს რომელიც უხვადაა ინტერნეტში!
ნიკო სკოლის პერიოდში


aseti postebic ukve bevri gvaqvs wakitxuli, marto biografia ki arada, da isetebic, ,,ro mokvda, mere daafases, ra ubedurebaa, loool-o”
xooda, cudia nikos sikvdili eris muza gaxda
@ nastasia:
ნიკო ყოველთვის იყო მუზა უბრალოდ არავინ ფიქრობდა იმაზე რომ ასე უდროო დროს დაგვტოვებდა და ამიტომ იყო რომ არავინ წერდა პოსტს ყოველ საათში ერთხელ:) ახლა კი ფაქტი ჯიუტია და ვერას გავხდებით გარდა იმისა რომ ყველამ ჩვენებურად, ჩვენი აზრი ვთქვათ ნიკოზე:) ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ…
პ.ს. ამ ყველაფერს ის გარემოებაც ერთვის რომ ამ ადამიანს ვიცნობდი და ვიცნობდი მის ბიჭსაც…
კარგია რომ დაწერე… მე ვერ დავწერე და ვერც დავწერდი ალბათ… არ მჯერა რომ აღარ არის… რაღაც ისეთი “პერსონაჟია” ნიკო, რომ ვერასდროს მოკვდება მჯერა … … …
niko yvelastvis ukvdavi iqneba da amis me yvelastan ertad mjeraaaaaa
niko yvelas uyvarda mxvdeba me didi da patara da yvelas ertnairad swyins misi gardacvaleba.me es ambavi,rodesac gavige piri gia damrcha miuxedavad imis,rom igi cudad iyo arasodes meona ,rom dagvtovebda:(((((((
ნიკოსი დროს ეშინოდა,,,,
შენ აღარ ხარ ჩვენთან
შემომაწვა სევდა,
რეალობის აღქმა
შენს ლექსს მუდამ სდევდა…
გამოაკლდი ყველას
გულის ფწთქვა შეწყდა,
მაგრამ სული ცოცხლობს
გული არ დამწყდება…
პოეზიით ტკბობა
იყო შენი ნიჭი,
იყავ დიდი კაცი
თან პატარა ბიჭი…
რომ არ ყოფილიყო
ეს უფსკრულის კიბე,
არა მავნე ჩვევა!
იცოცხლებდი კიდევ…
ვიცი გავა დრო და
შენ იცოცხლებ მაინც,
მაგრამ ვეღარ ნახავ
მარტს, აპრილს და მაისს…
ლექსით ვიწყებ დილას,
ლექსით ვიწყებ სიზმრებს,
შენი პოეზია
მისახავდა მიზნებს…
არ მომკვდარხარ მჯერა
არც მოკვდები ვიცი,
შენს ლექსებს გრძნობს ყველა
არ სჭირდება ფიცი…
ჯიგარი ხარ! მევასება ეს ლექსი!
გაიხარე! ზუსტად მესამე დღეს დავწერე 16ში:(
ki kaci iyoo
21 saukunehsi eseti poeti ar yolia yvela leqshi siamrtlea da realoba