როდესაც ხვდები რომ შენს გარშემო უარყოფითი აურა ტრიალებს, როცა არ გყავს ისეთი ახლობელი ადამიანი ვისაც გაუზიარებ შენი გულის ნადებს ან გყავდა და მიგატოვა! არ გყავს ადამიანი ვისაც ეყვარები და გეყვარება და უბრალოდ დასდევ ოცნების მამაკაცებს (ქალებს), რომლებსაც შენთვის არ ცხელათ… დიდიხანია არ გქონია სექსი და განიცდი, რაც აისახება შენს ხასიათებზე.
მთელი დღეები იმის ფიქრში ატარებ თუ როდის მორჩება ეს დღე და როდის დაიწყება სხვა ახალი დღე… გგონია მეორე დღეს რაღაც სიახლე და სასიკეთო მოხდება, მაგრამ ამაოდ ის დღეც ამის მზგავსია და ასე გრძელდება დიდხანს. იმედები გეწურება გამოსავალი კი არ ჩანს, არიცი ვის მიმართო დასახმარებლად (კიდევ ბევრი მომენტია რომელიც შეიძლება ამ ჩამონათვალში დაიწეროს მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები).
მოკლედ ხარ გამოუვალ მდგომარეობაში, არიცი ვის მიმართო? მაშინ გთავაზობთ ძალიან საინტერესო “პროექტს” რათა მიიღოთ საინტერესო რჩევები ფსიქოლოგისგან რომელსაც ჰქვია ქეთი
ქეთი ბარამიძე გახლავთ ჩემი მეგობარი ის არის 29 წლის და ცხოვრობს საზღვარგარეთ (კონკრეტულად ამერიკაში) როგორც უკვე გითხარით ის არის ფსიქოლოგი და მუშაობს თავისივე პროფესიით, ამერიკაში ის ეხმარება ძალიან ბევრს, შესაბამისად ბევრი დადის მასთან კონსულტაციაზე. გადავწყვიტე ერთი კვირის მანძილზე ის ყოფილიყო ჩემი ბლოგის სტუმარი და მიეცა რჩევები ახალგაზრდებს რომლებსაც სჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა ან ცხოვრებისეული პრობლემა, ქეთის იმეილის საშუალებით მოუყვეთ (ანონიმურობა დაცულია 100%-ით!) რამდენიმე დღეში კონკრეტული პრობლემა და ქეთის პასუხი დაიდება ჩემს ბლოგზე (რათქმაუნდა იმ ადამიანის ვინაობა ანონიმური დარჩება) და ასე გაგრძელდება ერთი კვირის მანძილზე . გთხოვთ მოეკიდოთ ამ საკითხს სერიოზულად და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, მიწერეთ მას ნებისმიერი კითხვა ან პრობლემა და მაქსიმალურად მოკლე დროში იგი სრულიად უფასოდ გიპასუხებთ და გირჩევთ.
პ.ს. იმედი მაქვს გაამართლებს ეს პატარა პროექტი და ბევრს გაუჩნდება სურვილი მიწეროს ქეთის
მიწერეთ იმეილზე: kate.baramidze@gmail.com


ნუთუ იმათაც დაეხმარება ვინც არიცის რაშია მისი პრობლემა?:)))
@ თამთა:
ვგონებ იმელით ძალიან რთული იქნება ასეთ შემთხვევაში დახმარება
რა ხდება აქ?
@ დია:
)
რაც წაიკითხე ის
ჩემი მოგვარეა!

კარგი გოგო იქნება
ლევან,რატომ აქამდეე არ მაცნობე მისი არსებობის შესახებ?