გთავაზობთ პირველ წერილს, რომელიც მიიღო იმეილზე ქეთიმ, მისი ავტორი ანონიმურად რჩება ჩემთვისაც ! ვფიქრობ ეს პასუხი ამ ადამიანს და მზგავს სიტუაციაში მყოფ თითქმის ყველა ადამიანს გამოადგება. როგორც ქეთიმ მითხრა საქართველოში ჯერ კიდევ რთულადაა საქმე ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მისვლის ამბავში, ბევრს ეთაკილებაო, ბევრს ეშინი და ისეთებიც არიან რომ არ ჯერათო.
წრილი
ქეთი გამარჯობა, ერთ-ერთ ბლოგზე წავიკითხე თქვენზე პოსტი და სურვილი გამიჩნდა მომეწერა რადგან ძალიან მჭირდება პროფესიონალის რჩევა. სიტუაცია ასეთია, ვხვდები ბიჭს რომელიც 19 წლისაა (მე 18-ის) ყველაფერი კარგადაა ურთიერთობაში, ადამიანი არ მატყუებს, ვგრძნობ რომ ყველაფერი კარგადაა, ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, ეჭვიანობს ხანდახან, ჩემით ინტერესდება, მაგრამ რატომღაც მეგობრებთან, ძმაკაცებთან ურჩევნია დროის გატარება. ვგრძნობ რაღაცა გვაკლია დიალოგში, ყველაფერზე ვერ ვლაპარაკობთ ხოლმე, არ გავდივართ ხშირად არსად, მირჩიეთ რამე როგორ გადავიყვანო ურთიერთობა სხვა ეტაპზე ან როგორ გავაკეთო ისე რომ უფრო მეტად დამითმოს ყურადღება (უბრალოდ ბიჭი ძალიან თავისუფალია და თითქოს არაა შეყვარებულისთვის შექმნილი, არის გასართობად ადამიანი, მაგრამ როცა ვეუბნები რომ რა გჭირდები ან რაღაც ამის მზგავს, ბრაზდება) არვიცი რა გავაკეთო, თან ახლა ქალაქიდან მიდის 2 თვით და მე დაშორებისგან რას ველოდო არ ვიცი. ქეთი გთხოვ მიპასუხოთ, დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.
პასუხი
გამარჯობა ჩემო კარგო. პირველრიგში მინდა გითხრა რომ ორივე იმ ასაკში ხართ, როდესაც თქვენი აზროვნება არის მრავალფეროვანი და ვერ დააძალებ იყოს ერთ რამეზე ან ვინმეზე აქცენტირებული. მე მესმის შენი თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის როგორც ქალისთვის მისი ანუ საყვარელი მამაკაცის ყურადღება, თუმცა ისიც გაითვალისწინე რომ ის ჯერ სულ რაღაც 19 წლისაა და მის ასაკში თავისუფლება, მრავალფეროვნება და ძმაკაცებთან ასე ხშირი ურთიერთობა ნორმალურია. გირჩევ ერთხელ როდესაც წახვალთ სავახშმოდ და მომენტს ნახავ, ძალიან ჩვეულებრივი და თბილი ტონით უთხარი რომ მისგან მეტი ყურადღება და სითბო გჭირდება რაც მჭიდრო ურთიერთობის საწინდარია, ეცადე იყო გულღია და ესაუბრო ყოველგვარი “ნამიოკების” გარეშე, უთხარით რომ გიყვარს ძალიან და გინდა რომ ეს სიყვარული შენარჩუნდეს, იმას ნუ ეტყვი რომ ამ ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა გსურს, ეს ან შეაშინებს მას ან კიდევ უფრო დააბნევს (თანაც ასაკი ხომ უნდა გავითვალისწინოთ), მაგრამ აუხსენი რომ სიტყვა სიყვარული და ზოგადად ეს გრძნობა ითვალისწინებს ურთიერთგაგებას, ყურადღებას და ნდობას, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხელს უწყობს ორ საპირისპირო სქეს შორის, ამ გრძნობის გამაგრებას ან ეხმარება მათ სწორი არჩავანის გაკეთებაში.
აუცილებელია რომ თქვენ ერთმანეთს უთხრათ სიმართლე და გაუზიაროთ ის თუ რას ფიქრობთ. ეს ან განამტკიცბს თქვენს ურთიერთობას ან საბოლოოდ გაგარკვევთ ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ხშირად ხდება როდესაც გოგო ბიჭს ან პირიქით, არ ეუბნება სიმართლეს, რაღაცა დროის შემდეგ კი სიყვარული გადადის შემდეგ ეტაპზე და როდესაც აღწევს კულმინაციას, ზუსტად მაშინ იჩენს ეს სიმართლე თავს. ასეთი შემთხვევების გამო ეცველებათ ხოლმე ახალგაზრდებს შეხედულება სიყვარულზე, ჰგონიათ რომ ყველა ბიჭი (გოგო) ერთნაერია და ამის გამო უჭირთ ხოლმე მომავალში ახალი ურთიერთობის დაწყება. ხოდა ჩემო კარგო შენც რომ იგივე სიტუაციაში არ ამოყო თავი, ნახე ეს ადამიანი და დაელაპარაკე, ოღონდ არაფერი დაუმალო, გაუზიარე ყველაფერი რასაც ფიქრობ, რაც გაკლია და იმ ადამიანს თუ ნამდვილად უყვარხარ და პატივს სცემს შენს სურვილებს, აზრებს, მაშინ გაგიგებს და იმ ორითვის მანძილზე, როდესაც ერთმანეთს ვერ ნახავთ დაფიქრდება.
ორი თვის შემდეგ კი მიხვდები რა გდაწყვიტა და როგორ. მე იმედი მაქვს რომ გაგიგებს და გაითვალისწინებს შენს აზრებს და სურვილებს. კიდევ ერთი… ნურასოდეს დააძალებ ადამიანს ან შეუქმნი ხელოვნურად იმის პირობას რომ შეიცვალოს ხასიათი ან მოიქცეს ისე როგორც შენ გინდა, ეს პროტესტის გრძნობას უფრო გამოიწვევს ვიდრე სხვა რამეს. უბრალოდ შეგიძლიათ გაუზიაროთ საკუთარი აზრები და შეხედულებები გულწრფელად ან მეორე, უფრო უკეთეს შემთხვევაში, თავად თქვენმა ურთიერთობამ უნდა შეგცვალოთ და ეს თქვენი ჩარევის გარეშე უნდა მოხდეს ანუ ბუნებრივად. ასე ონლაინ რეჟიმით და მწირი ინფორმაციით (ვგულსხომობ უფრო მეტი ინფორმაციის არ ქონას), რაც შეიძლება მეპასუხა სულ ესაა.. თუ კიდევ რამე კითხვა გაგიჩნდა მომმართე და ისევ ვეცდები გირჩიო…


პატარები, ჩაკვარლები
))
დიდი სიამოვნებით ვივლიდი ფსიქოლოგთან, ნერვოპათოლოგთან ვიზიტს კი აუცილებლად ვაპირებ ახლო მომავალში, ძალიან მაქვს ნერვები გაფუჭებული და სულაც არ მიმაჩნია ეს ამბავი სათაკილოდ . ამის შესახებ შეყვარებულსაც ვუთხარი და რა პრობლემაა , ნეტა ბევრი ივლიდეს ფსიქოლოგთან .
ლოლ, რა ნაცნობი სიტუაცია იყო : ))
პ.ს. ძაან იცის ახლა ამერიკაში მყოფმა ქეთიმ, თუ რა სიტუაციაა საქართველოში ფსიქოლოგებთან
არა ფსიქოლოგი არ მჭირდება და არც ამიკითხია
ვის ეთაკილება არ ვიცი მაგრამ მე პირადად მეშინია, იმიტომ რომ ძალიან ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ საქართველოში მიღებულ ფსიქოლოგის განათლებას.
ანუ ტავად ფსიქოლოგა მაგალიტად შრომის, ან ზოგადი, ან სოციალური არავითარი პრობლება, მგონია რომ საფუძვლიან განათლებას იძლევიან, აი რაც შეეხება კლინტთან ურთიერთობას – ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, ფსიქოლოთერაპიას და ა,შ, ძააალიან ცუდადაა საქმე.
არანაირი მაკონტროლებელი სტრუქტურა არ არსებობს. არ არსებობს სავალდებულო პრაქტიკა, არ არსებობს ლიცენზიის გამოცდები რომელიც არ ამხოოდ თეორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული არამედ პრაქტიკულ უნარჩვევებზეც. არ არსებობს ელემენტარული მექანიზმი რომელიც ამოწმებს თავად თერაპევტის ფსიქოლოგიურ სტატუსს.
მოკლეთ მართლა ცუდადაა საქმე.