Leonsio.Ge
  • Home
  • Blog
  • Web Portfolio
  • Gallery
  • About Me
  • My CV
შავი იუმორი (მოკლემეტრაჟიანი ფილმები)

ამ დღეებში წავაწყდი/მანახეს ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელებიც თავისი დახვეწილი შავი იუმორით გამოირჩევა და ნამდვილად ტოვებს თითოეულ მაყურებელს შთაბეჭდილების ქვეშ. გადავწყვიტე რამდენიმე მათგანი ახლა ამ პოსტში შემოგთავაზოთ და თქვენც გაგაიზიაროთ. ზოგმა შეიძლება ისე იცინოს რომ ტირილისგან ვერ განასხვაოს ან პირიქით :D მაგრამ ფაქტია რომ გენიალურია!

1. Tune For Two (რეჟისორი Alfa Primo) თამამად შემიძლია ვთქვა რომ, ეს არის ერთ-ერთი გენიალური მოკლემეტრაჟიანი ფილმი! 2011 წლის ერთ-ერთი “ბესტ”! თითქმის 3 წუთში ჩანს მთელი ის ისტორია რომელიც სხვა ფილმებში საათობით იწელება ხოლმე, ყოველ ყურებაზე ახალი დეტალის აღმოჩენა შეგიძლია და ესეც კიდევ ერთი ძლიერი მხარეა ამ ფილმის! ფილმისთვის ძალიან კარგადაა მსახიობებია შერჩეული და შესანიშნავად თამაშობენ! იმდენად საინტერესო სახის მიმიკები აქვთ რომ მარტო ამისთვის ღირს ფილმი! მოკლედ გენიალური!

2. Spider (რეჟისორი Nash Edgerton) ესეც ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი, შავი იუმორით გაჯერებული ფილმია. მართალია წინასთან შედარებით ეს 9 წუთიანია მაგრამ ფინალი იმდენად “შავი” აქვს ღირს ყურებად! ფილმი 6 წუთის განმავლობაში სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანს, თუმცა დასასრული იმდენად შავია და განსხვავებული ამ 6 წუთისგან რომ, მოულოდნელობის ეფექტი მთლიანად გითრევს და გაოცებს  :D მოკლედ უყურეთ…

3. LUCKY (რეჟისორი Nash Edgerton) ესეც ერთი შავი იუმორი, ბოლოს ამ კაცის სახეს დააკვირდით, ბოლოს როგორ ამოისუნთქებს… და ამდროს…. :D

მოკლედ ეს ის სამეულია რომელიც ამ ბოლო დროს ვნახე და მომეწონა, პირველი ორი განსაკუთრებით! თუ თქვენც იცით მზგავსი ვიდეოები დამიტოვეთ კომენტარში და მერე პოსტში ჩავამატებ :)

8 Responses to შავი იუმორი (მოკლემეტრაჟიანი ფილმები)

  • კატიე 14 Apr ’11

    მაგრებია :D პირველი ორი ვიცოდი. პირველი მართლა შავი იუმორია, მესამეც.
    აი მეორე – შავი იუმორის კარგი კრიტიკა უფროა ვიდრე შავი იუმორი :)

    Reply
  • ათუკანა 14 May ’11

    ვაიმე,რას მერჩოდით,დავიძაბე საშინლად.მეორეზე განსაკუთრებით,მეც ისტერიულად მეშინია ობობების და პატარა მწერების…..

    Reply
  • gvancaqartvelishvili@yahoo.com 29 May ’11

    esec =))) ===>> http://www.youtube.com/watch?v=P5_Msrdg3Hk&feature=related

    Reply
  • prava 29 Nov ’11

    პრავაprava

    Reply
  • alva 11 Dec ’11

    სამივე იყო ძალიან მაგარი.
    ყველაზე მურტალი საყურებელი მაინც მეორე იყო.

    Reply
  • alva 11 Dec ’11

    ამ ბლოგს მიუყენე რა პლაგინი რომ კომენტარის დასაწერად მხოლოდ ავტორიზაცია იყოს საჭირო და მეტი არაფერი.

    Reply
    • Leonsio 12 Dec ’11

      გავითვალისწინებ :) მადლობა :)

  • ლადო 2 Dec ’12

    spoon killer ეს ძაან მაგარია :D

    Reply

Leave a Reply

Click here to cancel reply.

Post Comment

UserOnline

Users: 2 Guests

Most Views

  • სიცრუის თეორია – მიმიკები და ჟესტები (Body Language) - 87,654 views
  • ადამიანიბი და ფერები (+გამოკითხვა) - 45,966 views
  • გასაუბრება და ფსიქოლოგია - 36,163 views
  • სექსუალური ქართველი ქალები (გამოკითხვა) - 27,981 views
  • “სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა… (+გამოკითხვა) - 25,373 views
  • ახალი წლის სული და უცნაური ტრადიციები - 25,347 views
  • რას გვეუბნება თვალის ფერი ადამიანზე? - 21,491 views
  • ისტორიები ჩემი ცხოვრებიდან - 14,177 views
  • Sex For Two Person - 12,625 views
  • ნიკო გომელაურის გზა - 12,132 views
  • შავი იუმორი (მოკლემეტრაჟიანი ფილმები) - 10,104 views
  • თითქმის დაუჯერებელი - 9,408 views
  • სატელეფონო საუბარი ბედნიერებასთან - 9,164 views
  • სიყვარულის პატარა ეპიზოდი დიდ ავტობუსში - 8,746 views
  • გინდა დაესწრო 2010 წლის თბილისის ჯაზ–ფესტივალს?! - 8,436 views

უახლესი კომენტარები

  • ლილი on ჯგუფი “თბილი – სი”
  • ბასასო on ისტორიები ჩემი ცხოვრებიდან
  • ლიკა on გასაუბრება და ფსიქოლოგია
  • თოვლის კაცი on სიცრუის თეორია – მიმიკები და ჟესტები (Body Language)
  • ჯოკერი on “სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა… (+გამოკითხვა)
  • ჯოკერი on “სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა… (+გამოკითხვა)
  • იდიოტი on “სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა… (+გამოკითხვა)
Follow Us on FacebookFollow Us on YouTube