მოკლედ სულ ცოტა დრო რჩება ბათუმის ჯაზფესტივლამდე და მეც მოუთმენლად ველოდები ამ 4 დუვიწყარ დღეს! ზღვა, სანაპირო, ჯაზი, ლეგენდარული და ჰაიკლასის ჯაზმენები და მე! არვიცი რა დავარქვა ამ მომენტს, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მაგარი 4 დღე რომელიც დაიწყება სულ რაღაც 8 დღეში! საოცარ ეიფორიაში ვარ… მინდა გავუზიარო ყველას და ჩემი თვალით დავანახო თუ რა იქნება ბათუმში 4 დღე ზედიზედ!
- THE BRAND NEW HEAVIES (UK)
- ROY HARGROVE QUINTET (USA)
- MIKE STERN BAND with special guest Randy Brecker
- featuring Dave Weckl & Chris Mihn Doky (USA)
- RH FACTOR (USA)
- HUGH MASEKELA & BAND (ZA)
- After Show Party featuring NiMo (CA -LT)
- Jazz Dance Party
ეს ის ჩამონათვალია რაც უნდა ვნახო, მოვისმინო და ვერასოდეს ვერ დავივიწყო!
THE BRAND NEW HEAVIES მსოფლიო მათ, როგორც ეისიდ ჯაზის პიონერებს ისე მოიხსენიებს! მათ რიგებში უნდა ყოფილიყო “ჯეი ქეი” მაგრამ არ აიყვანეს! ამის შემდეგ “ჯეი ქეიმ” გააკეთა ჯგუფი “ჯემი როქვაი”.
ROY HARGROVE QUINTET (USA) ნუ როი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი მესაყვირე, რომელიც ჯაზის მსმენელებს ყოველთვის ხიბლავს თავისი “შავი” ჯაზით! თან კვინტეთთან ერთად ხო სასწაულია! და მე ამ სასწაულის მომსწრე გავხდები!
MIKE STERN BAND with special guest Randy Brecker featuring Dave Weckl & CHris Mihn Doky ეს ის ხალხია რომლებიც წელს “ტორნადოს” დაგვიტოვებს ბათუმში, ოღონდ ჯაზის “ტორნადოს”! მე აუცილებლად შევეგებები მას ხელგაშლილი! როდესაც ისინი სცენაზე უკრავენ ცოცხლად, ფაქტიურად ჯაზის ისტორიას ყვებიან!
RH FACTOR (USA) აქაც როი ჰარგროუ მაგრამ არა კვინტენტეტთან… ეს უკვე სულ სხვა ჯაზია! ამას უნდა მოუსმინო რომ შემდეგი ერთი წელი ამაღლებულ ბუნებაზე იყო!
HUGH MASEKELA & BAND (ZA) ამას პირადათ მე დავარქმევ ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენას
15 წლის ვიყავი რომ მოვუსმინე მას პირველად (მანამდე ჯაზისთვის საერთოდ არ მომესმინა) და სასწაულად შემეცვალა, სულ რაღაც ერთ წუთში მუსიკალური გემოვნება
მოკლედ ჩემი ჯაზის სიყვარული ჰიუთი დაიწყო
ხომ წარმოგიდგენიათ ახლა რას ვგრძნობ? მას ცოცხალად მოვუსმენ და ვნახავ
აუუუუუუუუუუუ…. ეს ყველაზე აფრიკული და რბილი ჯაზის ნოტებით გაჟღენთილი საღამო იქნება!
After Show Party featuring NiMo (CA -LT) ნამდვილი სახელი Nic Gotham იგი გახლავთ მუსიკის მასწავლებელი და მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს ჯაზისადმი და ზოგადად მუსიკისადმი
სიტყვებით მიჭირს გადმოცემა, მაგრამ ვიცი რომ ლაივში მისი მოსმენა ნამდვილად მაგარი იქნება!
მოკლედ არვიცი მეტი რა ვთქვა რომ გადმოვცე ახლა ჩემი ემოცია! ერთს ვიტყვი ვინც ვერ მოისმენს ძალიან მწყდება მათ მაგივრათ გული
ამის გამოტოვება არიქნება! თუ ადამიანს უყვარს მუსიკა, გემოვნებიანი მუსიკა და კონკრეტულად ჯაზი, მისთვის ამ კონცერტზე არ მოხვედრა რა ტანჯვაა წარმომიდგენია! ეს დღეები ბათუმის, და ზოგადად საქართველოს ისტორიას დიდხანს დარჩება! რამდენი ასეთი დღე უჩუქნია ისთერნ ფრომოუშენს და კიდევ რამდენი გველის წინ ღმერთმა იცის! სამწუხაროა ის ფაქტი რომ ბათუმში გაკეთდა ბევრი რამე მაგრამ ისევ არარის 1-2 კარგი საკონცერტო დარბაზი… იმედია მომავალ წელს ესეც იქნება! მოკლედ ვინც მოდიხართ იქ გნახავთ და ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს… არ დაუშვათ ეს შეცდომა წამოდით!
აჰა გაგიზიარეთ მეტნაკლებად მაინც ჩემი ემოციები, განწყობა ამ დროისთვის და ბედნიერი ვარ!


ჰოო. მასაკელას ჩამოსვლა მეც ძალიან მიხარია. მართალია სხვები გაცილებით სახელმოხვეჭილნი არიან. მაგრამ.. მასაკელას ჩამოსვლა ძველ ნაცნობთან შეხვედრას ჰგავს.
რა მაინტერესებს: ბილეთი რა ღირს? 50 ლარამდე ეღირება ალბათ(მინიმუმ)
@ Busker:
ბილეთი ღირს 50 ლარი
ეხ ტეხავს უფულობა
ჰიუ უნდა ჩამომივიდეს ყურისძირში და მე ვერ უნდა მოვუსმინო :S
ეჰ … … … … …
p.s უბრალოდ მეტს ვერ დავამატებ
Umagresi iYooooooooo =)))))
ეეეეეეეეეეჰ :/:/:/:/